четверг, 25 ноября 2010 г.

გიორგობა

რელიგიის მასწავლებელმა პატარებს მე-2; მე-3; მე-4 ;მე-5 კლასელებს გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით ჩაუტარა გაკვეთილი ქვემოთ მოცემული პრეზენტაციის გამოყენებით. გაკვეთილზე რელიგიის მასწავლებელმა ნინო ბიძინაშვილმა კიდევ ერთხელ ესაუბრა უდიდეს დღესასწაულზე . პატარებს მოწონთ ნინო მასწავლებლის მიერ მომზადებული გაკვეთილები , რომლებიც უმეტეს შემთხევვაში პრეზენტაციების თანხლებით მიმდინარეობს . ასეთი მეთოდით ჩატარებული გაკვეთილები ძალიან საინტერესოა და სახალისოა მოსწავლეებისათვის. უნდა აღვნიშნოთ , რომ პატარები დიდი სიხარულით ელოდებიან რელიგიის გაკვეთილებს.

გაკვეთილი ისტორიაში







25 ნოემბერს ისტორიის მასწავლებელმა ჩაატარა გაკვეთილი კომპიუტერულ კაბინეტში საგანმანათლებლო თამაში "მოგზაურობა კოლხეთში" გამოყენებით. აღნიშნული თამაშის ერთ–ერთი ავტორია ჩვენი სკოლის ისტორიის მასწავლებელი მარინა ნინიაშვილი. მე–5 კლასის მოსწავლეებმა თამაშის გამოყენებით განამტკიცეს ცოდნა და ხალისით შეასრულეს დავალება.

понедельник, 22 ноября 2010 г.

ნატურალური რიცხვები მილიონამდე

მე–4 გ კლასში ჩატარდა შემაჯამებელი გაკვეთილი მათემატიკაში, თემაზე "ნატურალური რიცხვები მილიონამდე".
გაკვეთილის მიზანი იყო შეძენილი ცოდნის სისრულეში მოყვანა (რიცხვების ჩაწერა რიცხვით პოზიტიურ სისტემაში, მათი შედარება, რიცხვების დამრგვალება მოთითებული თანრიგამდე, რიცხვების შეკრება–გამოკლება). თანამედროვე ტექნოლოგიის ელემენტალური უნარ–ჩვევების გამომუშავება.
გაკვეთილი მომდინარეობდა კომპიუტერების გამოყენებით. მოსწავლეები მუშაობდნენ კომპიუტერებთან ინდივიდუალურად. რიცხვებს წერდნენ რიცხვის პოზიციურ სისტემაში, ადარებდნენ , ამრგვალებდნენ მითითებულ თანრიგამდე, ასრულებდნენ შეკრება–გამოკლების მოქმედებებს მილიონამდე.
პარალელურად მონიტორზე მოწმდებოდა ბავშვების მიერ შესრულებული დავალებები.
აქტიურ მონაწილეობას იღებდნენ "მოისაზრეში", სადაც შერჩეული იყო დავალებები მოსწავლეთა სხარტი აზროვნებისათვის.
გაკვეთილის შეჯამების მიზნით მოსწავლეებმა შეასრულეს ელექტრონული ტესტები ინდივიდუალურად.
დამრიგებელი და მათემატიკის მასწავლებელი ინგა ჭოხონელიძე,
საინფორმაციო მენეჯერი ხათუნა ციხელაშვილი
.

пятница, 19 ноября 2010 г.

ფიზიკის გაკვეთილი მე–8 ა კლასში

გაკვეთილი თემა : მოძრაობის გრაფიკების შესწავლა, კომპიუტერული უნარჩვევების განვითარება .
მოსწავლეებს მიეცათ სამი დავალება :

მოძრაობის გრაფიკების აგებაზე. დავალებები განსხვავდებოდა სირთულის მიხედვით.
მოსწავლეები ხალისით და ინტერესით ასრულებდნენ დავალებას. მოსწავლეთა უმრავლესობამ პირველ ორ დავალებას წარმატებით გაართვეს თავი.

вторник, 16 ноября 2010 г.

სიმულაციების გამოყენებით გაკვეთილი ფიზიკაში

ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიაების გამოყენებას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება საბუნებისმეტყველო საგნებში.. მოსწავლეებში ზრდის ინტერეს , მოტივაციას და ხელს უწყობს მცნებების გააზრებაში.
საინტერესოდ წარიმართა ფიზიკის გაკვეთილი ისტ -ის გამოყენებით მე -9 გ კლასში. სიმულაციების გამოყენებით მოსწავლეებმა თეორიული ცოდნის საფუძველზე შეძლეს სხეულის კინეტიკური , პოტენციური და სითბური ენერგიების , მათი ურთიერთქმედების და დროზე დამოკიდებულების გრაფიკებზე დაკვერვება, რამაც ხელი შეუწყო ენერგიის მუდმივობის კანონის ღრმად გააზრებას .

მასავლებელი ალინა შალამბერიძე .

შემოდგომა

გაკვეთილი ჩატარდა მე-2 ა კლასში .
დამრიგებელი : ნინო კუჭაიძე

მხიარული გამრავლების ტაბულა

მხიარული გამრავლების ტაბულასაკლასო ოთახში პროექტორის და ნოუთბუკის გამოყენებით მოსწავლეებმა გაიხსენეს გამრავლების ტაბულა 2-4 მდე. პრეზენტაცია სახალისოდ არის აწყობილი , რითაც გამრავლების ტაბულა უფრო საინტერესოა პატარებისთვის. დამრიგებელი : ნინო კუჭაიძე
View more presentations from khatuna77.